Wednesday, May 4, 2016

პროექტის სახელწოდება:
ალექსანდრე პუშკინი, „მოგზაურობა არზრუმში“ (ნაწყვეტი).
პროექტის მთავარი იდეა (თემა) :
ნაწარმოების მოკლე შინაარსის გაცნობა.
პროექტის აქტუალობა:
 ვინაიდან პუშკინის შემოქმედების კავშირი საქართველოსთან დიდია, აღნიშნული პროექტით მოსწავლეებს ვაცნოთ მის დამოკიდებულებას კავკასიასთან და განსაკუთრებით საქართველოსთან, ასევე, ერთ-ერთი საქართველოზე შეყვარებული შემოქმედის ა.ს. გრიბოედოვთან პუშკინის მიერ გამომშვიდობების შესახებ.
პროექტის მიზნები:
პასუხისმგებლობის გაზიარება გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან და პრობლემებთან მიმართებით;
ტექნოლოგიის გამოყენება ინფორმაციის კვლევის ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციისთვის.
მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნა:
მოსწავლეების მიერ მომზადდება პრეზენტაციები (PowerPoint-ში);
მოსწავლეებს დაევალებათ მოძიება მწერლის ცხოვრების და შემოქმედების  ამსახველი ფოტოები;
მოსწავლეებს დაევალებათ ინფორმაციის მოძიება ზ/ხსენებული მწერლების საქართველოსთან კავშირის შესახებ;
დაევალებათ ბუკლეტების შედგენა;
მოსწავლეებს დაევალებათ  მწერალთა მიერ საქართველოს შესახებ შექმნილი ნაწარმოებების შესწავლა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·         კომპიუტერი;
·         პროექტორი;
·         ვიდეო კამერა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეებს დაევალებათ პუშკინის მოცემული ნაწარმოების წაკითხვა;
ინფორმაციის მოპოვება პუშკინის საქართველოში ვიზიტებთან დაკავშირებით;
ასევე მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების შესახებ;
მოხდება მოსწავლეებთან შეხვედრა და მათთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში პრეზენტაციის წარდგენა;
განხორციელდება გასვლითი ექსკურსია მთაწმინდის პანთეონში, გრიბოედოვის საფლავის მონახულების მიზნით;
რამდენიმე მოსწავლეს დაევალება ჩატარებული ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღება;
მოსწავლეების დახმარებით და თანამონაწილეობით შედგება პროექტის შეფასებისა და ურთიერთ შეფასების რუბრიკების.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ .ს. V . 1;
უცხ .ს. V . 4;
უცხ .ს. V . 8;
უცხ .ს. V . 13;
უცხ .ს. V . 14;
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : ნანა ბოლქვაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanabolqvadze1965@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: 

Wednesday, April 20, 2016

ჩემ შესახებ

მე ვარ ნანა ბოლქვაძე, ვმუშაობ 207- საჯარო სკოლაში, ვარ რუსული ენის მასწავლებელი.
მიყვარს წიგნების კითხვა და მოგზაურობა.